ჯენიფერ ლოპესისა და დრეიკის რომანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არცერთი მათგანი ამ ურთიერთობაზე არ საუბრობს, ბევრის აზრით კი ეს უბრალოდ პიარ-სვლა იყო, რაც ერთობლივ შემოქმედებას დაედო საფუძვლად.
ჯენიფერ ლოპესი და დრეიკი, რომელთა რომანიც მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა, ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ პრესას ვარსკვლავებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
ჯენიფერ ლოპესმა და დრეიკმა, ყვითელ მედიას მათი რომანის არსებობის შესახებ კიდევ ერთი საბაბი მისცეს - მუსიკოსები ერთად არამარტო ხმისჩამწერ სტუდიაში, არამედ თავისუფალ დროსაც ატარებენ.