ემინემი ახალი ზელანდიის ეროვნულ პარტიას მისი ჰიტის, „Lose Yourself“-ის არაკანონიერ გამოყენებაში ადანაშაულებს. საუბარია პარტიის ვიდეორგოლზე, რომელიც ეთერში 2014 წელს გამოჩნდა. მუსიკოსის წარმომადგენლის თქმით, მასში სიმღერის ფრაგმენტი ისმის, რომელიც ნებართვის გარეშე გამოიყენეს.