2-წლიანი რომანის შემდეგ ევა ლონგორიას ბოიფრენდმა ცოლობა სთხოვა. ეს ყველაფერი წყვილის დუბაიში ვიზიტის დროს მოხდა, ინფორმაცია კი თავად ლონგორიამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გააჟღერა, სადაც მათი ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა წარწერით: „ეს მოხდა!“ მასზე ევას ნიშნობის ბეჭედიც ჩანს.