სოციალურ ქსელში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს ხშირად ბევრი დეტალი ეპარებათ. მაგალითად, Facebook-ის ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რამდენ საშუალებას იძლევა ეს საიტი.
Facebook-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც ყოფილი შეყვარებულის დავიწყებაში დაგეხმარებათ. „როდესაც ადამიანი ცვლის სოციალურ სტატუსს გვერდზე, პროგრამა ავტომატურად იწყებს მუშაობას, ჩვენ ადამიანებს სტრესის დაძლევაში დავეხმარებით“-აცხადებს სოციალური ქსელის მენეჯერი კელი უინტერსი.