Galaxy Note 7-ის „ჩავარდნა“ iPhone7-ის „გადაფარვის“ მცდელობით აიხსნება
iPhone7-ისა და iPhone 7 Plus-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, კომპანია Samsung Electronics -მა მოკლე ვადებში გადაწყვიტა თავისი ახალი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გამოშვება. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, Samsung-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო თავისი ნაწარმის წარმატებაში, ამიტომ ტექნიკურ ჯგუფს მოსთხოვა, რეკორდულად მოკლე დროში დაესრულებინა მასზე მუშაობა, რათა iPhone7-ის პრეზენტაცია „გადაეფარა“.