„იურული პერიოდის სამყაროს“ შემქმნელმა, კოლინ ტრევოროუმ „ტვიტერზე“ ფილმის მცირე ნაწყვეტი გამოაქვეყნა, სადაც კრის პრეტის ამოცნობაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ პრეტის გარდა ფილმში ბრაის დალას ჰოვარდი, ტობი ჯონსი, ჯეიმს კრომველი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.