ჯასტინ ბიბერი შოუ-ბიზნესიდან მიდის
ჯასტინ ბიბერი, რომელიც თაყვანისმცემლებს პირდებოდა, რომ მსოფლიო ტურნეს შემდეგ „დაჭკვიანდებოდა“, როგორც ჩანს დანაპირების შესრულებას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ, კანადელი ვარსკვლავი ერთ-ერთ ფანატს ეჩხუბა კიდეც. ამჯერად კი, მომღერალმა გადაწყვიტა, რომ დროებით პაუზა აიღოს და შოუ-ბიზნესიდან წავიდეს.