ამერიკელმა რეპერმა, ჯეისონ დერულომ სიმღერაზე „If It Ain’t Love“ კლიპი წარმოადგინა. სიუჟეტის მიხედვით, დერულო ცდილობს ოფისში მობეზრებული რუტინას თავი დააღწიოს, ამიტომ მეგობარ გოგონასთან ერთად ადგილზევე აწყობს ხმაურიან წვეულებას.
ჯეისონ დერულოს YouTube-ის ოფიციალურ არხზე ახალ სიმღერაზე „Naked“ გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. რგოლი სრულად შეესაბამება სახელწოდებას - მასში თავად არტისტიც და არამარტო ის, შიშველია. აღსანიშნავია, რომ კლიპის რეჟისორი თავად დერულოა.