ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის შთამბეჭდავი პოსტერი წარმოადგინა
პირადი ცხოვრების პარალელურად, აქტიურად ვითარდება ჯენიფერ ლოპესის შემოქმედებაც.
პირადი ცხოვრების პარალელურად, აქტიურად ვითარდება ჯენიფერ ლოპესის შემოქმედებაც.
47 წლის ჯენიფერ ლოპესი არაჩვეულებივ ფორმაშია. მისი შესაძლოა ნებისმიერი ახალგაზრდა ასაკის გოგოს შეშურდეს. მომღერალი ორ შვილს ზრდის, გულმოდგინედ მუშაობს, ღამეს კი მეგობრებთან ერთად მაიამის ღამის კლუბებში ატარებს.
ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია, რომელმაც წლების წინ საჯდომი გაიდიდა და შემდეგ მილიონ დოლარად დაიზღვია. მას შემდეგ, თითქმის ყველა ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ბევრს ვარჯიშობს, რათა მუდმივად ფორმაში იყოს. თუმცა როგორც გაირკვა, მისი მრგვალი ფორმები მარტო სპორტის დამსახურება არ არის - ის სპეციალურ ინექციებს იკეთებს.
როგორც ჩანს, ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი თავს მოწყენის საშუალებას არ აძლევს, ყოველ შემთხვევაში ეს მის ვიზუალურ მხარეზე არანაირად არ აისახება.