პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი სერიალის „ლურჯის ელფერი“ გადაღებებზე დააფიქსირეს (ფოტოები)
ჯენიფერ ლოპესმა კვლავ მოირგო მარტოხელა დედის როლი. პაპარაცებმა მსახიობი და მომღერალი ნიუ-იორკში სერიალის „ლურჯის ელფერი“ გადაღებებზე დააფიქსირეს. 46 წლის ვარსკვლავი NBC-ს შეთავაზებას დათანხმდა და კრიმინალურ დრამაში მონაწილეობს.