LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი

კაილი მინოუგი და მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი, ჯოშუა სასა ქორწილისთვის ემზადებიან. 47 წლის კაილი და მისი 20 წლით უმცროსი საქმრო ცერემონიის თარიღს მკაცრად ასაიდუმლოებენ. ავსტრალიელ მომღერალთან დაახლოებული პირები სიხარულით აცხადებდნენ, რომ კაილი უზომოდ ბედნიერია და ეს მის გარეგნობაზეც აისახება.
28 მარტს ლედი გაგამ თავისი 30-ე დაბადების დღე იზეიმა. იუბილე ეპატაჟურმა ვარსკვლავმა ვარსკვლავი-მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, რომელთა შორის იყო კაილი მინოუგი თავის ახალგაზრდა ბოიფრენდთან ერთად.
კაილი მინოუგმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური მუსიკალური დუეტის, Nervo-ს ვიდეოში და ამ გზით კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კაილისთან ერთად ვიდეოში ასევე ნაილ როჯერსი და ჯეიკ შირზი ჩანან.