LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი|კიმ კარდაშიანი

კანიე უესტის კლიპის Famous წარმატების ფონზე, კიმ კარდაშიანმა თემატური გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა. მთავარი პერსონაჟები შოუ-ბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენელთა ორეულები გახდნენ, რომლებიც სწორედ ამ ვიდეოში მონაწილეობენ. ისევე, როგორც ეს კლიპშია, გამოფენაზე ისინი შიშვლები იყვნენ.
MTV VMA-ს დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, უესტი-კარდაშიანის ოჯახი სრული შემადგენლობით რესტორანში სადილზე შეიკრიბა. მანამდე კანიე უესტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სათამაშოების მაღაზიებს სტუმრობდნენ.
კანიე უესტი ცნობილია თავისი უცნაური გამონათქვამებითა და სკანდალური საქციელებით. ამჯერად, 39 წლის რეპერმა განაცხადა, რომ მისი მუზა და მეუღლე - კიმ კარდაშიანი - თანამედროვე მარია ანტუანეტაა. თამამი პარალელი უესტმა ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში გაავლო.
კანიე უესტმა სიმღერაზე „Wolves“ კლიპი გამოუშვა. ვიდეოს რეჟისორი სტივენ კლაინია, რომელიც მოდის სახლ Balmain-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ვიდეოში კიმ კარდაშიანიც მონაწილეობს.
კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა. მისის უესტი შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად საყიდლებზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ყველაფრის ამსახველი კადრები თავის სოციალურ ქსელში არ განუთავსებია. ბოლო დროს კიმი ერიდება ქსელში შვილების ფოტოების დადებას.