LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი|კიმ კარდაშიანი

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ახალი ავტომობილი შეიძინეს. ვარსკვლავურმა წყვილმა არჩევანი პრემიუმ-კლასის Maybach-ზე შეაჩერა, რომელშიც 200 000 დოლარი გადაიხადეს.
„ჩემი დილის მზე ხარ“ - სწორედ ასეთი კომენტარი დაურთო კიმ კარდაშიანმა ვაჟიშვილის, სეინტის ახალ ფოტოს, რომელიც მან სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გააზიარა. ფოტოს თაყვანისმცემლების მხრიდან საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობილი ხდება, რომ კიმს სასტიკად არ მოსწონს კანიეს კოლექცია Yeezy და აპროტესტებს მისთვის დახარჯულ საკმაოდ დიდ თანხას. მისის უესტს მხარს უბამს დედა, კრის ჯენერიც, რომელიც თვლის, რომ მსგავსი ტანსაცმლის შექმნაში უესტი ფულს არ უნდა ხარჯავდეს.
კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ოცნების სახლი გაყიდეს - ინფორმატორების თქმით, წყვილის ფინანსური მდგომარეობა იმდენაც მძიმედ არის, რომ ისინი მალულად, 18 მილიონ დოლარად შეელივნენ სახლს, რომლის რემონტიც თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და რომელიც კოლოსალური თანხა დაჯდა.
ბოლო დროს, კანიე უესტის არაპროგნოზირებადი ხასიათი მის გარშემომყოფებზე არც ისე დადებითად აისახება, მათ შორის კოლეგებზე, მეგობრებსა და რა თქმა უნდა, მეუღლეზე. ინსაიდერების ცნობით, ამ ყველაფრით საკმაოდ უკმაყოფილოა კიმი, რომლისთვისაც ბოლო წვეთი კანიეს საქციელი გახდა ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ შოუში. ხმების თანახმად, ვარსკვლავი დაიღალა უესტის ხასიათისგან და მისგან მალულად ადვოკატს განქორწინებაზეც მიმართა.