თითქმის ორი კვირის წინ კიმ კარდაშიანი მეორედ გახდა დედა. მას შემდეგ რეალითი-შოუს ვარსკვლავი არ ჩქარობს საზოგადოებაში გამოჩენას. თუმცა, ამ დღეებში პაპარაცებმა კიმი, კანიე, ნორტი და სეინტი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოსთან შენიშნეს.
5 დეკემბერს კიმ კარდაშიანი დედა გახდა. მას და კანიეს ნანატრი ვაჟიშვილი - სეინტი შეეძინათ. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ სკანდალური ქალბატონი საკუთარი პლაცენტის შეჭმას აპირებს.
როგორც ცნობილია, 5 დეკემბერს კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი მშობლები გახდნენ. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ვარსკვლავებმა უარი თქვეს ძიძაზე და შვილს თავად ზრდიან. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ რთული წარმოსადგენია გლამურული კიმი პამპერსით ხელში, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ მას ეს არაჩვეულებრივად გამოსდის და დაღლილობასაც არ გრძნობს.
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სკანდალური კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთადერთ ვაჟიშვილს უცნაურ და განსხვავებულ სახელს შეურჩევდა. სეინტი - სწორედ ასეთი სახელი შეურჩიეს უმცროს უესტს, რაც ინგლისურად „წმინდას“ ნიშნავს.
შაბათს კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მშობლები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შვილის სახელი ჯერ არ გაუჟღერებია, მათ მაგივრად ეს საქმე თავის თავზე „ტვიტერის“ მომხმარებლებმა აიღეს.