LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი|კიმ კარდაშიანი

მას შემდეგ, რაც ძველ ფორმაში დაბრუნდა, კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში განსაკუთრებით თამამი ტანსაცმლით ხვდება. გუშინ მას მორიგი შიშველი გამოსვლა ჰქონდა: კიმს გამჭვირვალე შავი მაისური და მილიტარი ფორმის ქვედა ბოლო ეცვა.
ამ დღეებში პაპარაცებმა კიმ კარდაშიანი ბევერლი-ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს. რეალითი-ვარსკვლავი მეუღლესთან, კანიე უესტთან ვახშამზე მიემართებოდა და ამ ფაქტისთვის ზედმეტად თამამი ჩაცმულობა აირჩია.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის კარდაშიანებმა ოჯახური პიკნიკი მოაწყეს და მასზე ახლო მეგობრები დაპატიჟეს. მათ შორის შესაძლებელი იყო რეპერის, 2 Chainz-ის დაფიქსირება ცოლითა და შვილებით, ასევე მუსიკალურ პროდიუსერ ელ-ეი რიდისა და სხვების დანახვა.
ბოლო პერიოდში კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი აქტიურად ალაპარაკდნენ კიდევ ერთი შვილის ყოლაზე. იმის გამო, რომ ექიმებმა კიმს სასტიკად აუკრძალეს დაფეხმძიმება, წყვილმა გამოსავალს სუროგატი დედის დახმარებით მიაგნო.
მეორე მშობიარობის შემდეგ, კიმ კარდაშიანი მთელი მონდომებით ცდილობს ძველი ფორმის დაბრუნებას. ვარსკვლავმა რამდენიმე თვეში შეძლო ვიზუალის დაბრუნება, თუმცა ყველაფერი რამდენიმე თვის წინ ქსელში მოხვედრილმა ფოტოებმა „გააფუჭა“.