გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული კიმ კარდაშიანი პერიოდულად მესამე შვილის ყოლაზე საუბრობს. პირველი ორი რთული ორსულობის შემდეგ, კიმი ოპერაციის გაკეთებასაც კი დათანხმდა, რათა ბავშვი თავად გააჩინოს, მაგრამ ექიმები მას ამ იდეის განხორციელებას კატეგორიულად უკრძალავენ, რადგან დიდია შანსი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდეს.