ბოლო ორ კვირაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი დაშორებას აპირებენ, თუმცა ამ დღეებში წყვილი ერთად შენიშნეს.
კარდაშიანების ოჯახთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კიმი და კანიე დაშორებას გეგმავენ. ინსაიდერის თქმით, განქორწინების ინიციატორი რეალითი-შოუს ვარსკვლავია.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ინსაიდერების თქმით, რეპერის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას პარანოია დაუდგინეს, კიმს მეუღლესთან მარტო დარჩენის ეშინია და მას საკუთარ თავსა და შვილებს ვერ ანდობს.