კარა დელევინმა და ლილი-როუზ დეპმა მონაწილეობა მიიღეს Chanel-ის ახალ, 2017/18 წლების შემოდგომა-ზამთრის ფოტოსესიაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ლამაზმანი კარლ ლაგერფილდის საყვარელ მუზას წარმოადგენს, ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ დიზაინერმა ფოტოსესიისთვის სწორედ ეს წყვილი შეარჩია.