მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების საპატივცემულოდ კეიტმა ტრადიციულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც კაბისა და შარვლის სინთეზს წარმოადგენს. ანალოგიური ლუქით წარსდგა პრინცესა დაიანა საზოგადოების წინაშე მაშინ, როდესაც ის 1996 წელს პაკისტანში იმყოფებოდა.
კეიტ მიდლტონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონებისთვის მისაბაძი ქალია. თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილითა და ქველმოქმედებით არიან აღფრთოვანებულები.