LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი - კეიტლინ ჯენერი აქტიურად არის დაკავებული საჭირო დოკუმენტების მოგროვებით, რათა შვილი აიყვანოს. ცნობილია, რომ ჯენერს ქალიშვილი სურს, რომელიც მას იმ სიცარიელეს შეუვსებს, რომელიც ცნობილმა ქალიშვილებმა მას შემდეგ დაუტოვეს, რაც ზურგი აქციეს.
კეიტლინ ჯენერი ჟურნალისთვის Sports Illustrated გაიხდის. 66 წლის კეიტლინი ჟურნალის მფლობელებმა გაშიშვლებაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაითანხმეს.
კეიტლინ ჯენერზე ბევრს წერენ ტაბლოიდები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაყურებლისთვის ის არც ისე საინტერესოა. როგორც აღმოჩნდა, მისი რეალითი-შოუ მხოლოდ დასაწყისში იყო აქტუალური, ამჟამად კი გადაცემის პროდიუსერები და რეჟისორები, რეალითი-შოუს „I Am Cait“ დახურვას გეგმავენ.
ორი ტრანსგენდერის რომანის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტელეშოუს „I Am Cait“ გადაღებებზე შესვენების დროს კეიტლინ ჯენერი და კენდის კეინი კოცნის დროს დააფიქსირეს. თვითმხილველების განცხადებით, ისინი არ ერიდებოდნენ გარშემომყოფებს და გრძნობებს არ მალავდნენ.