36 წლის კიმ კარდაშიანმა თავის „ინსტაგრამზე“ მორიგი შიშველი ფოტო გააზიარა. ეს ყველაფერი კიმმა შერონ ოსბორნის კრიტიკის შემდეგ გააკეთა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც კარდაშიანები აკეთებენ, საკუთარი სხეულის დემონსტრირებაა.
სანამ ქლოე მორეცი და ბეტ მიდლერი კიმ კარდაშიანის „შიშველ სელფის“ აკრიტიკებენ, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მსგავს პიარს ამართლებს და მის ავტორს აქებს. მისის უესტის მხარდაჭერა შერონ ოსბორნმა გადაწყვიტა და კარდაშიანის მსგავსი ფოტო გადაიღო.