მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა თავისი საცოლე, როუზ ლესლი „მოჭრილი“ თავით შეაშინა. ამის შესახებ მსახიობმა თავად ისაუბრა და სახალისო ხუმრობა გაიხსენა. როგორც გაირკვა, ჰარინგტონმა საყვარელი ქალისთვის განსაკუთრებით მწვავე საპირველაპრილო ხუმრობა მოიფიქრა: მაცივარში მან საკუთარი თავის მსგავსი მულაჟი დადო, რაზეც ლესლის მწვავე რეაქცია ჰქონდა.
კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაინიშნენ - „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდას გეგმავენ. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ჰარინგტონმა იმის შესახებ ისაუბრა, როგორ სთხოვა ხელი საყვარელ ქალს.