ავსტრალიელი ლამაზმანი, ნიკოლ კიდმანი ინდოეთიდან ბავშვის აყვანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავის ერთ-ერთ უკანასკნე ინტერვიუში მან აღიარა, რომ სურს მიბაძოს თავის გმირს ფილმიდან „ლომი“ და ბავშვი იშვილოს.
ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქორწინება დანგრევის პირას არის. ამ ყველაფრისგან დასვენება და ძალების მოკრება ცნობილმა ლამაზმანმა დედასთან ერთად გადაწყვიტა.