ქსელში ამა თუ იმ მომღერლების ნამუშევრების გაჟონვა სულ უფრო მეტად გახშირდა. გამონაკლისი არც კრის ბრაუნია, რომლის მომდევნო სიმღერა „Other Side“ კვლავ უცნობი გზით მოხვდა ინტერნეტში.
კრის ბრაუნმა კვლავ გაახარა თაყვანისმცემლები და ახალი კლიპი გამოაქვეყნა. ამჯერად მომღერალმა კლიპი სიმღერაზე „Anyway“ გადაიღო. სიმღერა არტისტის მეშვიდე ალბომში „Royalty“ შედის, რომლის ოფიციალური რელიზი 18 დეკემბერს შედგება.