კრიშტიანო რონალდომ „ინსტაგრამზე“ ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა - მასზე ფეხბურთელი მეგობას გოგოსთან, ჯორჯინა როდრიგესთან და შვილებთან ერთად აუზში არის გადაღებული.
კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი და უმცროსი ქალიშვილი, ალანა მარტინა, რომელიც ქვეყანას 12 ნოემბერს მოევლინა, ესპანური გამოცემა iHOLA!-ს მთავარი პერსონაჟები გახდნენ. 22 წლის მოდელმა, რომელმაც ჟურნალისთვის მშობიარობიდან რამდენიმე დღეში იპოზიორა, დედობაზე, საყვარელ მამაკაცსა და მასთან ურთიერთობებზე ისაუბრა.