ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ცდილობს, თავისუფალი დრო შვილებთან მეგობარ გოგოსთან ერთად გაატაროს, რომელიც სულ მალე მას კიდევ ერთ, რიგით მეოთხე შვილს აჩუქებს.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი მშობლები გახდებიან, ცნობილი ხდება წყვილის ქორწილის თარიღიც.
ივნისში კრიშტიანო რონალდო მეორედ გახდა მამა: ფეხბურთელს სუროგატმა დედამ ტყუპები - ევა და მატეო გაუჩინა. ამ დღეებში, სპორტსმენის დედამ პატარებთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც ორივე მათგანს სძინავს.