ლედი გაგა ცდილობს, პირადი ცხოვრება ჟურნალისტებისგან მაქსიმალურად გაასაიდუმლოს, ამიტომ შეყვარებულთან ერთად ფოტოებს ხშირად არ აზიარებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან გამონაკლისი დაუშვა და კრისტიან კარინოსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
ტეილორ კინისთან დაშორების შემდეგ, ლედი გაგა დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. ვარსკვლავმა 48 წლის კრისტიან კარინოსთან რომანიც გააბა, თუმცა პირად ცხოვრებაზე პირველი კომენტარი მხოლოდ ახლა გააკეთა.
ლედი გაგასა და მისი მენეჯერის, კრისტიან კარინოს რომანის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 4 თვე გავიდა და როგორც ჩანს, წყვილი სულ უფრო სერიოზულად ეკიდება ამ ურთიერთობას. პაპარაცებმა ვარსკვლავები მალიბუში, სურსათის მარკეტიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. როგორც ჩანს, ოჯახი 4 ივლისისთვის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.