LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერა

კრისტინა აგილერა სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, მომღერალი არც სოციალურ ქსელებში აქტიურობს. მისი უკანასკნელი აქტივობა 10 თვის წინ შეიმჩნეოდა, თუმცა რამდენიმე საათის წინ აგილერას „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოჩნდა, სადაც ის შვილთან ერთად არის გამოსახული.
უახლოეს მომავალში კრისტინა აგილერას თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიახლე ელოდებათ - მომღერალმა განაცხადა, რომ ახალ დისკზე მუშაობას სულ მალე დაასრულებს.