Perfect Illusion: ლედი გაგამ მორიგი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ლედი გაგამ სიმღერაზე Perfect Illusion კლიპი წარმოადგინა. ვიდეოს გადაღების ადგილად მექსიკა შეირჩა.
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ლედი გაგამ სიმღერაზე Perfect Illusion კლიპი წარმოადგინა. ვიდეოს გადაღების ადგილად მექსიკა შეირჩა.
ლედი გაგამ ახალი ალბომის სახელწოდება გარდაცვლილი დეიდის, ჯოანას ხსოვნას მიუძღვნა. მომღერლის რიგით მეხუთე დისკი - "Joanne" 21 ოქტომბერს გამოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი სიმღერა შევა ფირფიტაში, ცნობილია, რომ ლედი გაგა მასზე პროდიუსერ მარკ რონსონთან ერთად მუშაობს.
30 წლის ლედი გაგა აღიარებს, რომ ანტიდეპრესანტებს ყოველდღიურად სვამს. გულახდილი განცხადება მომღერალმა ლონდონის კონცერტის დროს გააკეთა, როდესაც ერთ-ერთმა მსმენელმა განუცხადა, რომ მისი სიმღერები მას თვითმკვლელობის აზრისგან იცავს.
ლედი გაგამ თაყვანისმცემლებს სიურპრიზი გაუკეთა და ლონდონის ერთ-ერთ პაბში თავისი ახალი სიმღერა „Perfect Illusion“ ცოცხლად შეასრულა.
ქსელში ლედი გაგას აქამდე უცნობი თრექი „Freakshow“ მოხვდა. სიახლე მომღერალს 2008 წელს, ალბომზე „The Fame“ მუშაობის დროს აქვს ჩაწერილი და შესაძლოა ის სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ საუნდტრეკიც გახდეს.