საქმროსთან, ტეილორ კინისთან დაშორების შემდეგ, ლედი გაგა მარტო ისვენებს მექსიკაში, პარალელურად კი ქველმოქმედებით კავდება. ამ დღეებში მომღერალი მიუსაფარ ბავშვთა სახლს ესტუმრა და პატარებს თავისი ცნობილი ჰიტი Born This Way უმღერა.
მიმდინარე ზაფხულს ლედი გაგას ქორწილი იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ცერემონიამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არა შეყვარებულებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, არამედ სურვილია, რაც შეიძლება მალე გახდნენ მშობლები.