ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ქორწილი კიდევ ერთხელ გადადეს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ 24 წლის საირუსმა საერთოდ გადაიფიქრა ქორწილი, რადგან კარიერაზე არის ორიენტირებული. „ის ძალიან განიცდის, რომ სულ უფრო ნაკლებად ეპატიჟებიან ფესტივალებზე. მაილი სუპერ ბოულზე გამოსვლაზე ოცნებობს, ამიტომ ოჯახი და მითუმეტეს შვილები - უკანასკნელია, რაზეც ის ამჟამად ფიქრობს“, - განაცხადა წყარომ.