რამდენიმე კვირის წინ, ლიამ ჰემსვორტმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსთან დანიშნული არ არის, თუმცა ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ წყვილი ქორწილს გეგმავს. მათი მტკიცებით, მაილი და კრისი არა ერთ, არამედ ორ ქორწილს გადაიხდიან.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მაილი და საირუსი ზაფხულში დაქორწინდებიან და ბოლო დროს ლიამის ნათქვამი უარი იმის შესახებ, რომ ის და მაილი არ დანიშნულან, უბრალოდ საშუალება იყო, პრესის მხრიდან ნაკლები კითხვები მოესმინა.
2015 წლის დეკემბრის შემდეგ, ლიამ ჰემსვორტმა და მაილი საირუსმა ურთიერთობა აღადგინეს. მას შემდეგ წყვილის რომანი ელვის სიწრაფით ვითარდება, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთ მათგანს ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა საიდუმლოდ იქორწინეს. ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა არამარტო წყვილის თაყვანისმცემლებისთვის, არამედ მათი ბევრი კოლეგისთვისაც.