დასავლურ ტაბლოიდების ცნობით, მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა საიდუმლოდ იქორწინეს. მათი ცნობით, წყვილი შობას, ავსტრალიაში, ლიამის სამშობლოში დაქორწინდა.
მაილი საირუსმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ლიამ ჰემსვორტთან გადავიდეს, თუმცა, ეს ყველაფრი მან ორიგინალურად გააკეთა - მომღერალმა რჩეულის გვერდით 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა.
რამდენიმე დღის წინ, არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დაინიშნენ, მხოლოდ ახლა დადასტურდა. 23 წლის მომღერალი და 25 წლის მსახიობი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა დაქორწინება გადაწყვიტეს. 23 წლის მომღერალმა და 26 წლის მსახიობმა ურთიერთობა გასული წლიდან აღადგინეს. შეგახსენებთ, რომ ეს ოჯახის შექმნის მეორე მცდელობაა, პირველი - 2013 წელს, ნიშნობის ჩაშლით დასრულდა. მას შემდეგ მაილი პატრიკ შვარცენეგერს ხვდებოდა.