რამდენიმე თვის წინ ლივ ტაილერმა საზოგადოებას თავისი მესამე ორსულობის შესახებ განუცხადა. მას შემდეგ, 38 წლის ვარსკვლავი არც ისე ხშირად აზიარებს თავის ფოტოებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ მან ფოტოები გააზიარა წამოზრდილი მუცლით.
Critics’ Choice Awards-ზე პაპარაცებმა პირველად შეძლეს ლივ ტაილერის დაფიქსირება მომრგვალებული მუცლით. ეს მსახიობის პირველი გამოჩენაა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მესამე ბავშვზე არის ორსულად.