მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ერთმანეთს წელიწადზე მეტია, რაც ხვდებიან, შესაბამისად, მსახიობი მუდმივად პრესის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ამისა, 36 წლის მარკლზე ბევრი არაფერია ცნობილი.
გასულ კვირას, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად გამოჩნდნენ ერთად ოფიციალურ ღონისძიებაზე. დღეს კი, დასავლური მედია წყვილის პირველ საჯარო კოცნაზე ალაპარაკდა.
რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ლონდონში ჩაფრინდა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა იცოდნენ მისი ამ ვიზიტის შესახებ, ამიტომ საგულდაგულოდ მოემზადნენ. რათა შეყვარებულები ერთად დაეფიქსირებინათ.