მეგან ტრეინორმა ახალი ვიდეო - „Better“ გამოუშვა. ვიდეო ტრეინორის სტილისგან მკვეთრად განსხვავებულია: მასში არა ფერადოვნება, არამედ ციხე, პოლიცია და მკვეთრად მწვავე კონტექსტი ჩანს და ისმის.
ინტერნეტში მეგან ტრეინორის აქამდე უცნობი სიმღერა „That’s What She Said“ მოხვდა. მსმენელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „შემთხვევითობა“ ტრეინორის მიერვე არის შექმნილი და ის მეორე სტუდიური ალბომისადმი „Thank you“ ინტერესის მიპყრობის ერთგვარი საშუალებაა.
ქსელში მეგან ტრეინორის ახალი სიმღერა „Watch Me Do“ გამოჩნდა. თრექს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მომღერლის ალბომი „Thank You“ 13 მაისს გამოდის.
მეგან ტრეინორმა სიმღერაზე „No“ კლიპი წარმოადგინა. ვიდეოში მეგანის სრულებით ახალი, სექსუალური სტილია ნაჩვენები, რაც თაყვანისმცემლების ნაწილს არ მოეწონა.