ამ დღეებში ამერიკელი მომღერალი, მერაია ქერი გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა ვარსკვლავის ლოს-ანჯელესის სახლიდან არა სამკაული ან სხვა ძვირფასეულობა, არამედ სათვალეები და რამდენიმე საფულე წაიღეს.
მერაია ქერიმ ჟურნალ Paper-ის სპეციალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლას-ვეგასს ეძღვნება. ვარსკვლავმა სტილისტთან ერთად განსაკუთრებული იმიჯი მოირგო და გამოცემას ინტერვიუც მისცა.