მერაია ქერის მეოთხე და პირველ საშობაო სტუდიურ ალბომს – Merry Christmas, რომელიც 1994 წლით თარიღდება, ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ 15 დეკემბერს, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) გაავრცელა.
ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო MTV Video Music Awards-ის შემდგომი წვეულებიდან, რომელშიც ბასტა რაიმსი და მერაია ქერი საკულტო ჰიტს - I Know What You Want მღერიან.