LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მიხაელ შუმახერი

მიხაელ შუმახერი

თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი საწოლს არის მიჯაჭვული. ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპორტსმენს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, მცდარი აღმოჩნდა, ამიტომ მის ადვოკატებსა და ოჯახის ახლობლებს, სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწიათ.
სპორტსმენი, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში, ალპებში სრიალის დროს თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის, გარშემომყოფებისგან სიმშვიდეს ითხოვს. ამის შესახებ მიხაელ შუმახერის მენეჯერმა, საბინა კემმა განაცხადა.
მიხაელ შუმახერის ოჯახი და მეგობრები ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გააკეთონ. ამ მომენტისთვის ცოტამ იცის, რა მდგომარეობაშია მსოფლიო ჩემპიონი. ადრე დასავლური მედია წერდა, რომ შუმახერი პარალიზებულია, გადაადგილებენ სპეციალური ეტლით და მას მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები აქვს.