„მის სამყაროს“ გამარჯვებული 24 წლის ფრანგი მოდელი, ირის მიტენარი გახდა. ფინალისტების სამეულში ჰაიტისა და კოლუმბიის წარმომადგენლები - 25 წლის რაკელ პელისე და 23 წლის ანდრეა ტოვარი მოხვდნენ. „მის სამყაროს“ რიგით 65-ე კონკურსს ფილიპინების დედაქალაქი მანილა მასპინძლობდა.