მას შემდეგ, რაც თურქეთში პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდება, Muse დაგეგმილ კონცერტს გამართავს - ასეთი განცხადება კოლექტივმა ამ დღეებში გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი მსოფლიო ტურნეში Drones World Tour იმყოფება და მის ფარგლებში 26 ივლისს, სტამბოლში კონცერტი უნდა გაემართა.