ნიკი მინაჟი ჟურნალ Nylon-ის აპრილის ნომერში გამოჩნდება. გამოცემისთვის რეპერმა ინტერვიუც მისცა, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ამერიკელი რეპერის, ნიკი მინაჟის ძმას, ჯელანი მარაჯს არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის გაასამართლებენ. ცნობილი გახდა, რომ შემთხვევა აპრილში მოხდა, თუმცა, ეჭვმიტანილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ნიკი მინაჟი ხშირად ხდება კრიტიკის მთავარი ობიექტი. მომღერალი ცნობილია სხვა მომღერლების მისამართით გამოთქმული ხშირი უტაქტო კომენტარებითაც. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება მის ნეგატიურ მხარეზე ალაპარაკდა, ჰელოუინის შემდეგ მომხდარი ინციდენტი გახდა.