რაც შეეხება კლიპის შინაარს, მუსიკოსი წყალქვეშ სიმღერას ცდილობს, ჩავმულობით კი - არტისტი თავის სტილს არ ღალატობს, მას ვარდისფერი, მაქმანებიანი მოსასხამი აცვია
One Direction-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე კოლექტივის ახალი ვიდეოს - „History“ პრემიერა შედგა. კლიპში ჯგუფის ისტორიაა მოთხრობილი და მასში The X Factor 2010-ის კადრებია ჩასმული. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პოპულარობა სწორედ ამ შოუს უკავშირდება.
ბოლო დღეებში One Direction-ის გარშემო ჭორები არ ცხრება. ჯგუფთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კოლექტივმა არა დროებით შესვენება, არამედ სრულად დაშლა გადაწყვიტა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია ბოი-ბენდის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.