One Diretion-ის წევრები 30 წლამდე ასაკის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. ამ ტიტულის მოპოვებას კი მათ ცნობილ პროექტებში მონაწილეობა განაპირობებს, ამ დღეებში კოლექტივის მონაწილეობით საავტომობილო ბრენდის, Honda-ს რეკლამა გამოვიდა.
უახლოეს მომავალში ჯგუფი One Direction შემოქმედებით პაუზას აიღებს, თუმცა, მისი თაყვანისმცემლები თვლიან, რომ კოლექტივი დაიშლება. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჯგუფმა სიმღერა „History“ წარმოადგინა, რომელსაც „გამოსამშვიდობებელი“ უკვე უწოდეს.