ოპრა უინფრი არ განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ქალებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი თავი ნებისმიერი წონის შემთხვევაში უნდა უყვარდეთ. 63 წლის ტელეწამყვანი ორი წლის წინ საერთაშორისო კომპანია Weight Watchers-ის აქციონერი გახდა, რომელიც მომხმარებლებს წონის კლების პროდუქტებსა და ამ კუთხით მომსახურებას სთავაზობს.