გასულ წელს ოპრა უინფრი საერთაშორისო კომპანია Weight Watchers-ის აქციონერი გახდა, რომლის პროდუქტები წონის კლებას უწყობს ხელს. ამერიკელი ტელევარსკვლავი არამარტო ბიზნესის მეპატრონე გახდა, არამედ მონაწილეობა მიიღო სარეკლამო რგოლებში, სადაც დაკლებულ 18 კილოგრამზე საუბრობს.