მიუხედავად იმისა, რომ არიანა გრანდემ ,,ოქროს გლობუსი'' მეორედ ვერ მოიგო ნომინაციაში - ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში'', რომელშიც გამარჯვებულად ტეიანა ტეილორი დასახელდა, ის დაჯილდოების 83 წლიან ისტორიაში შევიდა.
ფილმში - Kiss of the Spider Woman შესრულებული როლისთვის კრიტიკოსების ხმამაღალი აღიარებისა და მაყურებლის მოწონების მიუხედავად, ჯენიფერ ლოპესი ,,ოქროს გლობუსის'' ნომინანტთა მიღმა დარჩა.