ახალი ალბომის გამოსვლამდე პინკმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „On the Record: P!nk — Beautiful Trauma“ დააანონსა. მასში მომღერალი მუსიკის გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება, მათ შორის დედობას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ.
პინკმა ახალი სიმღერა „Beautiful Trauma“ წარმოადგინა. სიახლის ჩაწერაში მონაწილეობა ჯეკ ანტონოფმა მიიღო და ის მომღერლის ახალი ალბომის „Beautiful Trauma“ მთავარი სიმღერაა. დისკის რელიზი 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.