ამერიკელმა ბლოგერმა, ბრიანა მაკდონელმა ფუმფულა მოდელების მონაწილეობით კალენდარი გამოუშვა. მისი თქმით, სურს შეცვალოს წარმოდგენა პრიალა ჟურნალის გარეკანზე ლამაზი სხეულის შესახებ.
მაშინ, როდესაც ბევრი ქალბატონი უბრალოდ ოცნებობს, Victoria’s Secret-ის „ანგელოზების“ ადგილას იყვნენ, სხვები საკუთარ ოცნებას რეალობად აქცევენ.
თანამედროვე სამყაროში პლუს ზომის მოდელები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან. გამორიცხული არც ის არის, რომ მომავალში სამოდელო ბიზნესს მრგვალფორმიანი გოგონები დაიპყრობენ.