პრინც უილიამის შვეიცარული არდადეგები დასრულდა: რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტები დეტალურად აფიქსირებდნენ მოდელ სოფი ჰანტერისა და პრინცის ფლირტს, შესაბამისმა ფოტოებმა კი სრულიად ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ამ ამბავს შესაბამისი გაგრძელება მოჰყვა და ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა შეექმნათ უილიამსა და კეიტ მიდლტონს.